LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მათ დასჯას ვაპირებთ” –  რუსეთის დუმის დეპუტატი „ურჩ“ არტისტებზე

823
kirkorovi

რუსეთის დუმის დეპუტატი და კულტურის კომიტეტის წევრი, სერგეი სოლოვიოვი გადაცემაში „ლაპარაკობს მოსკოვი“, იმ არტისტებზე საუბრობს, ვინც რუსულ აგრესიას გმობს. მისი თქმით, კომიტეტში მზადდება კანონპროექტი, რომელიც ასეთ არტისტებს ყველა ტიპის წოდებას ჩამოართმევს.

სკამებს ჩაჭიდებული, ყველაფერზე წამსვლელი რუსი ჩინოვნიკები ამაზრზენი სანახავია – ფილიპ კირკოროვი

„თუ არის რამე ტიპის გადაცდომა მათ განცხადებებში, ამაზე შეიძლება, ცალკე ვიმსჯელოთ, მაგალითად, შევქმნათ საპარლამენტო კომისია და კონკრეტული შემთხვევა განვიხილოთ, მაგრამ როცა საუბარია სისტემატურ განცხადებებზე, ვფიქრობ, სწრაფი რეაგირებაა საჭირო. დღეს კულტურის სფეროს  წარმომადგენლები განსხვავებულად რეაგირებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე, ვიღაც ღიად უჭერს მხარს ქვეყანას, ვიღაც გმობს მის ქმედებას, ეს ცუდია. რაც ეხება ფილიპ კირკოროვს, მინდა, დავგმო მისი კონცერტი და საჯაროდ ვთქვა, რომ ჯვარზე აცეკვებული არტისტის ხილვა დიდი უპატივცემულობაა რუსული ეკლესიის მიმართ“ – აცხადებს სერგეი სოლოვიოვი. საუბარია ფილიპ კირკოროვის ბოლო შოუ-კონცერტზე, სადაც მან უდიდეს ჯვრის კონსტრუქციაზე იცეკვა.

ვიდეო: მან გალკინსა და პუგაჩოვაზე უსიამოვნოდ ისაუბრა, რატომ? ცოდვა ყველას აქვს, მოიძებნებიან ისეთები ვისაც ბინძურ თეთრეულს ამოუქექავენ – კირკოროვი სიმონიანს უპირისპირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები