მას შემდეგ, რაც რუსმა მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის მხარდამჭერი ვიდეო გაავრცელა, მის მიმართ აგრესიის ტალღა წამოვიდა. კირკოროვმა მარგარიტა სიმონიანს უპასუხა, რომელმაც გალკინს გეი უწოდა და ის საჯაროდ დაამცირა.
ამჯერად კირკოროვი ახალ პოსტს აქვეყნებს და გაოგნებას ვერ მალავს იმ კომენტარების გამო, რომელიც მის მიმართვას მოჰყვა:
„გაოცებული ვარ, ვერავინ ვერაფერი გაიგო, ზომბირებულად მიმეორებენ, რომ ჩემი მეგობრები არ უნდა დამეცვა. ისევ ვიმეორებ, არავის აქვს უფლება, გაარჩიოს სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება საჯაროდ. როგორ არ იფიქრა ალასა და მაქსიმის შვილებზე მარგარიტა სიმონიამა, რომელიც თავად სამი შვილის დედაა? მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ, ჩემთვის დიდი პატივია, რომ იუბილე თავად ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა მომილოცა, მაგრამ აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ სკამებს ჩაჭიდებული, ყველაფერზე წამსვლელი რუსი ჩინოვნიკები ამაზრზენი სანახავია“ – წერს კირკოროვი.
„გალკინი გეია, რომელმაც ასაკოვან ქალზე ფულის გამო იქორწინა“ – მარგარიტა სიმონიანი