კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამჯერად მაქსიმ გალკინს ღიად აკრიტიკებს.
,,არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამის თქმა, მაგრამ რახან გალკინი თავს უფლებას აძლევს რუსეთზე საშინელებას საუბრობს, მეც ვიტყვი. ყველამ გადასარევად იცის, რომ ის გეია და ასაკოვან ქალზე ფულის გამო იქორწინა. ეს იყო კარიერის, ფულის და პირადი კეთილდღეობის გამო გადადგმული ნაბიჯი და ახლა მთელ აუდიტორიას არწმუნებს, რომ მათ დიდი სიყვარული აქვთ, ყველას გვესმის, როგორია მისი სიყალბის დონე“ – ამბობს სიმონიანი ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში.
მაქსიმ გალკინი რუსეთში აღარ დაბრუნდება
შეგახსენებთ, რომ კრემლის პროპაგანდისტი სიმონიანის კრიტიკა გალკინმა მას შემდეგ გამოიწვია, რაც ის ალა პუგაჩოვასთან ერთად ისრაელში გაემგზავრა, მოგვიანებით კი რუსული აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე ღიად დაგმო.
„სასწრაფოდ დაბრუნდეს პიონერებისა და ოქტომბრელების ინსტიტუტი“ – მარგარიტა სიმონიანი