“საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ინიციატივას ბუჩაში მომხდარი პროვოკაციის გენოციდად აღიარების შესახებ არ განიხილავს”, – ამის შესახებ “ტელეგრამში” ინფორმაციას “სპუტნიკ საქართველო” ავრცელებს.
სწორედ ამ ინფორმაციას ეხმიანება რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, მარგარიტა სიმონიანი და საკუთარ “ტელეგრამ-არხზე” წერს, რომ “საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურად იქცევა”.
სიმონიანი აქვე სვამს კითხვას, ხომ არ გაეუქმებინა რუსეთს საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლაზე აკრძალვა:
“საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამ ვითარებაში, ზოგადად, საოცრად ადეკვატურად იქცევა.
სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს ჩვენს სამშვიდობოებს ესროლა, თავად დააპატიმრეს, სანქციებს მხარი არ დაუჭირეს, მათი რიტორიკა უფრო მშვიდია, ვიდრე ОДКБ-ის (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ზოგიერთი წევრის.
ხომ არ გავაუქმოთ მათთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა? ისინი ამას მოუთმენლად ელიან”, – წერს სიმონიანი.
„გინდათ, ეს ომი ხვალვე მოვიგოთ? 300 ათასი კაცი უნდა მოკვდეს“ – მარგარიტა სიმონიანი