LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათ უნდა ვიცნობდეთ სათითაოდ“ – მოხალისეებმა სამცხე-ჯავახეთიდან ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართული პირებისთვის საკვები და წყალი შეაგროვეს

1891
Untitled design (32)

ბორჯომის ხეობაში ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან  ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძრის ქრობაში საქართველოს გარდა, თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებიც არიან ჩართული.

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას სამცხე-ჯავახეთიდან მოხალისეებმა შეიტანეს საკუთარი წვლილი.

შეაგროვეს თანხა, რომლითაც ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულებისთვის წყალი და საკვები შეიძინეს.

„ფორტუნა“ მოხალისეობრივი საქმიანობის ერთ-ერთ მონაწილეს ჯაბა ნათენაძეს ესაუბრა:

„გვაქვს სოციალური ჯგუფში „სამცხე-ჯავახეთი- ახალციხე“, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან არიან გაერთიანებული ადამიანები. ძალიან გვინდოდა, ხანძრის ქრობის პროცესში მიგვეღო მონაწილეობა. გვესმოდა, რომ შეიძლება, უშუალოდ იმ ტერიტორიაზე სადაც ხანძარია, არ შეგვიშვებენ, ამიტომ სპონტანურად გადაწყდა თანხის შეგროვება და პირველადი მოხმარების ნივთების შეძენა იმ ადამიანებისთვის, ვინც მთელი ამ ექვსი დღის განმავლობაში ცდილობს, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას.

 

 

დაახლოებით 500 ლარამდე თანხა შეგროვდა. დღეს გადავეცით ეს პროდუქტები.

როგორც მოსალოდნელი იყო, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართვაზე უარი გვითხრეს და განგვიმარტეს, რომ რთული რელიეფია და საქმის არამცოდნე ადამიანს, შესაძლოა პრობლემები შეექმნას. თუმცა ჩვენი ნომრები ჩაიწერეს და დაგვპირდნენ, თუ ხანძარი გაგრძელდა და მისი ჩაქრობის პროცესში მოსახლეობის ჩართვა გახდა საჭირო, დაგვირეკავდნენ.

 

 

იმედია, ხანძარი მალე იქნება ლიკვიდირებული, მაგრამ ჩვენ მანამდე, რასაკვირველია, არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ თანხის შეგროვებას. წყალი და პური ისეთი რამაა, რაც ბიჭებს, ვინც ხანძარს აქრობენ, დასჭირდებათ“. – ამბობს ჯაბა ნათენაძე „ფორტუნასთან“.

„მათ უნდა ვიცნობდეთ სათითაოდ.

აი, ვინ არიან, ის ჯიგარი ახალგაზრდები, რომლებმაც თქვეს, რაღაც უნდა გავაკეთოთ, როგორმე უნდა დავუდგეთ ჩვენ მხარეს (ქვეყანას) გვერდშიო და დღეს უკვე, გაეშურნენ ხანძრის კერისკენ,

მადლობა, თქვენ ამ თავდადებისთვის და ერთგულებისთვის, მადლობა თქვენ ამ სიყვარულისთვის
მადლობა თითოეულ ადამიანს, ვისი ინიციატივით, შეგროვდა საკმაოდ კარგი თანხა და შესაძლებლობა მიეცათ ინიციატორებს, შეეძინათ ჩვენი გმირი ადამიანებისთვის (ვინც ახლაც ცეცხლის პირისპირ არიან) საჭირო პროდუქტები, მადლობა მათ, ვინც, ისე თავისი, ნებასურვილით გააკეთა იგივე თუმცა, ხმამაღლა საჯაროდ არ უსაუბრია.

მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ფინანსურად, მორალურად დაუდგა გვერდში“. – წერს ჯაბა ნათენაძე და იმ ადამიანებს ასახელებს, ვისი ინიციატივითაც მოხერხდა კარგი საქმის გაკეთება.

ესენი არიან, თეიმურაზ რუსთაველი, გიორგი გიგოლაშვილი, ნინელი ბიცაძე, რომანი ლომიძე.

ცნობისთვის,  ბოლო მონაცემებით,  ბორჯომის ხეობაში, რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები