როგორ შეიძლება ადამიანმა ობობასთან შეხვედრას თავი აარიდოს? – ამ კითხვაზე პასუხი პროფესორი ადამ ჰარტმა გასცა. მან დიდ ბრიტანეთში, 250 ლოკაციაზე მდებარე სახლებში ობობების აღმოჩენის 10 000 შემთხვევა გაანალიზა.
კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ სახლში ობობასთან შეხვედრის ყველაზე სავარაუდო დრო 19:35 წუთია. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ობობები ხშირად დილის 06:00 საათიდან 08:00-საათამდე მონაკვეთში გამოდიან სამალავებიდან.
როგორც პროფესორმა ჰარტმა დაასკვნა, ობობები აქტიურდებიან სექტემბერსა და ოქტომბერში, ვინაიდან ისინი სწორედ ამ პერიოდში ეძებენ შესაფერის ადგილებს: ჭერზე, კარებსა და ფანჯრებზე.