LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მატარებელში შევხვდით თაყვანისმცემელს, მოვუსმინეთ მის აღფრთოვანებას და ბოლოს თქვა, რომ მქონდეს შესაძლებლობა, მთელ ამ მატარებელს გაჩუქებდითო…“ – რა ისტორია გაიხსენა თამარ გვერდწითელმა „იმედის“ ეთერში

162
თამარ გვერდწითელი

„ხალხს აქამდე რომ ახსოვს ეს ჩვენი ფილმი და „მზიურის“ შემოქმედება, ძალიან აღსანიშნავია და ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, რომ „მზიურიდან“ მახსოვხართო“, – ამის შესახებ მომღერალი, თამარ გვერდწითელი „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ჩვენი შოუ“ საუბრობს.

მომღერალს გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, „როგორც მახსოვს ერთხელ თქვენ მოგიწიათ საჩუქარზე უარის თქმა იმდენად დიდი იყო და თქვენ მის მართვას ვერ მოახერხებდით, მართლა გჩუქნიდათ ის პატიოსანი კაცი თვითმფრინავს?“

კითხვაზე პასუხად მომღერალმა 1995 წელს მომხდარი ისტორია გაიხსენა:

„ეს იყო ის წლები, როდესაც ასეთი საჩუქრები ჟღერდა, ეს იყო 95 წელი, გვახსოვს რა ცხოვრება იყო ამ დროს, სრული გაურკვევლობა… ერთ-ერთ მატარებელში შევხვდით თაყვანისმცემელს, მოვუსმინეთ მის აღფრთოვანებას და ბოლოს თქვა, რომ „მქონდეს შესაძლებლობა, მთელ ამ მატარებელს გაჩუქებდითო“ – რა საკვირველია ჩვენ არ შეგვეძლო აღგვექვა სერიოზულად და ჩემი მეგობარი, ლალი, რომელთან ერთადაც ვიყავით და იყვნენ ჩვენი ანსამბლის ბიჭებიც, გადავწყვიტეთ, რომ ეს იუმორში გაგვეტარებინა, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა და ლალიმ უთხრა, რომ თვითმფრინავი უმჯობესი იქნებოდა…“ – იხსენებს მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები