47 წლის რიკი მარტინი და მისი 35 წლის მეუღლე, ჯოვან იოსეფი მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ. მათ ვაჟი შეეძინათ. ის სამყაროს სუროგატი დედის წყალობით მოევლინა. წყვილმა ფოტო ისტაგრამზე გაავრცელა. „გაჩნდა ჩვენი ვაჟი, რენ-მარტინიოსეფი უკვე აქ არის.“
შეგახსენებთ, ამის შესახებ ცნობილმა მომღერალამა ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს, Human Rights Campaign-ის ღონისძიებზე განაცხადა.
"ჩვენ ორსულად ვართ" - რიკი მარტინი და მისი მეუღლე მეოთხე ბავშვს ელოდებიან (ვიდეო)
რიკი მარტინი და ჯოვან იოსეფი ერთად სამ საერთო შვილს ზრდან, 11 წლის ტყუპ ბიჭებსა და პატარა გოგონას
თუმცა, ლათინოამერიკელი მომღერალი ამაზე გაჩერებას არ აპირებს, ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ კიდევ 4 წყვილი ტყუპის გაჩენა სურს.
წყვილი ერთად 2016 წლიდან არის, მათ ურთიერთობა 2 წლის შემდეგ დააკანონეს. ისინი უკვე 2 ვაჟსა და ერთ გოგონას ზრდიან.