აბიტურიენტების რიცხვი, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამატებით საგნად მათემატიკას ირჩევენ, კატასტროფულად შემცირდა, ამის შესახებ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ გასულ წლებში მათემატიკას 16 ათასამდე აბიტურიენტი აბარებდა, ახლა მათი რაოდენობა 9 ათასამდე შემცირდა.
2016 წლის ეროვნული გამოცდებისთვის 45 ათასამდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ყველაზე პოპულარული ასარჩევნი საგანი ისტორიაა.
ამასთან, წელს პირველად ეროვნული გამოცდები ნახევრად ელექტრონული ფორმატით ჩატარდება, რაც ნიშნავს იმას, რომ აბიტურიენტები დავალებას კომპუტერის ეკრანზე იხილავენ, პასუხებს კი ფურცელზე შეავსებენ.
2016 წლის ეროვნული გამოცდებისთვის 45 ათასამდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება, მანამდე კი 1 თვით ადრე 1 ივნისს გამოცდებისთვის საგნის შეცვლის ვადა იწურება.