LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათგან განსხვავებით თავს არავის ვესხმით, არანაირი ეპითეტით არ ვამკობთ, ჭორებს არ ვიგონებთ: სერგო ჩიხლაძე “მოქალაქეებსა” და “გირჩზე”

96
chixladze

„მათგან განსხვავებით თავს არავის ვესხმით, არანაირი ეპითეტით არ ვამკობთ, ჭორებს არ ვიგონებთ, მათ თავიანთი გზა აირჩიეს, ოპოზიციის ერთობას ეს ხელს არ უშლის. ეს არის 5 ადამიანი, მათ თავიანთი გზა აქვთ, აქეთ ფლანგზე ვართ 50-55 ადამიანი, რომლებსაც ერთიანი პოზიცია გვაქვს“, – ამის შესახებ განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ “გირჩისა” და “მოქალაქეების” გეგმის შესახებ საუბრისას გააკეთა.

როგორც მან „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, „გირჩს“ და „მოქალაქეებს“ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ და ეს ოპოზიციის ერთობას ხელს არ უშლის. გარდა სერგო ჩიხლაძის განცხადებისა, გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარი საჯაროდ განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც და თქვა, რომ ყველა საკითხი  საერთო ფორმატში უნდა იყოს განხილული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები