LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათი როლი სულაც არ არის ქუჩაში დგომა და ტელევიზიებთან ტრიპაჩი: “ქართული ოცნების” წევრები ოპოზიციის დაპირისპირებას აფასებენ

74
ნინო წილოსანი

ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებას „ქართული ოცნების“ წევრები აფასებენ. ფიქრობენ, რომ „მოქალაქეებისა“ და „ლელოს“ ლიდერების ოპონირება ოპოზიციის რეალურ სახესა და მათ მოჩვენებით ერთიანობას კარგად აჩვენებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, გუშინ საზოგადოებამ  ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ნახა.

“უსინდისო, ხალხს ბინიდან ყრიდი, ახლა შეგიყვარდა ქვეყანა?” – ელისაშვილი და ხაზარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია საკუთარ როლს დესტრუქციასა და რევოლუციურ თემებზე საუბარში ხედავს – ოპოზიციის როლი სულაც არ არის ქუჩაში დგომა და ტელევიზიებთან ტრიპაჩი“. – აცხადებს ნინო წილოსანი.

მისი აზრით, არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო, რადგან ერთადერთი, რასაც ითხოვდა იყო ის, რომ არ გაესაჯაროვებინა დახურული შეხვედრების დროს მიმდინარე საუბრები ომზე, რევოლუციაზე, დესტრუქციაზე და ასე შემდეგ, რაც წილოსანის თქმით, მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს.

„გირჩისა“ და „მოქალაქეების” გზა გაიყო: პოლიტიკურ კონსულტაციებს ელისაშვილის გარეშე გავმართავთ

„ქართული ოცნების“ წევრი მიიჩნევს, რომ ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, როგორ ოპოზიციურ სპექტრს უჭერს მხარს და რა გეგმები აქვთ მათ.

„სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არა აქვთ შეგრძნება, რა არის მათი როლი და მისია ქვეყნის განვითარებაში. თუმცა, ძალიან კარგია, რომ ამომრჩეველმა მათი რეალური სახე დაინახა. მიხარია, რომ ალეკო ელისაშვილი სიმართლეს და რეალობას, რის წინაშეც ოპოზიცია დგას, აშუქებს და გამოხატავს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო წილოსანმა და თქვა, რომ ოპოზიციას არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ დარჩა, რომ დესტრუქციის ფორმატში იყოს და მსგავს არასახელმწიფოებრივ მიდგომებს აგრძელებდეს.

მძიმე პანდემიის პირობებში არასახელმწიფოებრივ ქმედებებს აგრძელებენ, რჩებიან ბოიკოტისა და დესტრუქციის რეჟიმში, რაც აჩვენებს, რომ ისინი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებს არ გამოხატავენ“. – აღნიშნა წილოსანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით კი, ოპოზიცია დიდი ხანია ერთიანობის ჩვენებას ცდილობს, თუმცა, მისივე აზრით, ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს მოჩვენებითი ერთიანობაა.

„ჩვენ გვესმის მათთვის მნიშვნელოვანი გზავნილები იმის შესახებ, რომ კუთვნილი მანდატები მიიღონ და ქუჩის მაგივრად, ოპონირება პარლამენტში გასწიონ. ამას ზოგო ოპოზიციონერი ეთანხმება, ზოგი – არა, რაც დაძაბულობის მიზეზს წარმოადგენს. რეალურად საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ოპოზიცია ერთიანი არ არის“. – განაცხადა კახა კუჭავამ.

ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით და პირადი გამორჩენით აკეთებ… ერთი წელია პოლიტიკაში ვარ და მივხვდი: ხაზარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g