საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, როდესაც „როდესაც არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე დაიწყებს საუბარს, გადახედოს 2003-2012 წლების საქართველოს უახლეს ისტორიას, რა ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში“.
მისივე თქმით, როგორც სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდომარეობასთან დაკავშირებით იქნება ადეკვატური მიდგომა.
„საქართველოში მოქმედებს ჩვენი ქვეყნის კანონი და კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებს, თუ რა სახით და რა ფორმით არის ადეკვატური მოქმედება იმ პატიმართან დაკავშირებით, რომლის ჯანმრთელობის მდომარეობასთან მიმართებით გარკვეული პრობლემაა, ხოლო როცა გამოჯანმრთელდება, რა პროცესებია შემდგომში განსახორციელებელი.
ასე რომ, ქართული მხარე კანონმდებლობის დადგენილ მოთხოვნას არ გასცდება. როგორც სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდომარეობასთან დაკავშირებით იქნება ადეკვატური მიდგომა.
სააკაშვილი როდესაც არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე დაიწყებს საუბარს, ვურჩევდი, გადახედოს 2003-2012 წლების საქართველოს უახლეს ისტორიას, როდესაც თვითონ ბრძანდებოდა პრეზიდენტი, რა ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, ვის აუპატიურებდნენ, ვის აწამებდნენ, როგორ ექცეოდა ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას და შემდეგ მიხვდება, რას ნიშნავს არაადამიანური მოპყრობა და როგორია მოპყრობა პატიმართან, როდესაც ის უარს აცხადებს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანა დაიგეგმა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში დაბრუნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაიდო.
ამავე თემაზე:
რა დროით გადაიდო სააკაშვილის ციხეში დაბრუნება – რატი ბრეგაძის განმარტება