წყვილებისთვის, ძილის დროს, ძალიან რთულია, ერთი და იმავე გადასაფარებლით ორივესთვის სასურველი ტემპერატურა შეიქმნას. ხშირ შემთხვევაში ერთს ცხელა, მეორეს კი მუდმივად ცივა, საბოლოო ჯამში კი დილით გამოუძინებლები რჩებიან.
ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორებმა გამოსავალს მიაგნეს. ისინი ურჩევენ წყვილებს, ძილის დროს მატყლის გადასაფარებელი იხმარონ. მატყლი მძინარე ადამიანებს ეხმარება, შეინარჩუნონ სხეულის ტემპერატურა, სინთეტიკისა თუ სხვა მასალისგან დამზადებული საბნებისგან განსხვავებით.
მატყლის ბოჭკო შედგება კერატინისგან, ეს კი ჩვენს თმაში, ფრჩხილებსა და კანშიც არის და ეხმარება ორგანიზმს ტენის შენარჩუნებაში. ადამიანები სხვადასხვანაირად გამოყოფენ სითბოს და ოფლს, თუმცა მატყლს შეუძლია ნებისმიერი ორგანიზმის მიკროკლიმატის კონტროლირება.
