LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mazda–ს გადასარჩენად 2,8 მილიარდი დოლარი სჭირდება

73
mazdanewsmay

კომპანია Mazda პანდემიის გამო ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. იაპონურ ფირმას საკმაოდ სოლიდური კრედიტი – 300 მილიარდი იენი, ანუ დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი სჭირდება. მწარმოებელმა შესაბამისი თხოვნით იაპონიის ყველაზე დიდ სამ ბანკს მიმართა და მოთხოვნის დაკმაყოფილების დიდი იმედი აქვს.

Mazda–ს არც თუ ისე მარტივ სიტუაციას იაპონური გამოცემა Nikkei ადასტურებს. ოფიციალურ განცხადებას კი კომპანია სავარაუდოდ რამდენიმე დღეში, ყოველწლიური ფინანსური შეჯამების დროს გააკეთებს.

კორონავირუსის პანდემიამ Mazda აიძულა, რომ იაპონიაში, მექსიკასა და ტაილანდში მდებარე საწარმოები გაეჩერებინა. ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა, რამაც შედარებით პატარა ბრენდზე უფრო ძლიერი გავლენა მოახდინა, ვიდრე ვთქვათ სხვა დიდ მწარმოებლებზე.

იაპონურ ფირმას ფინანსური პრობლემები კორონავირუსამდეც ქონდა. 2019 წელს მისი გაყიდვები 7,5%–ით დაეცა, რადგან კომპანია ახალ პროექტებზე აღარ მუშაობდა და მთელი რესურსი არსებული პროექტების გასაუმჯობესებლად დახარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები