პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
Sportico-ის დათვლებით, 2022/23 წლების სეზონში ფრანგი 125 მილიონ დოლარს აიღებს, საიდანაც 105 მლნ – ხელფასია, 20 მლნ კი სარეკლამო შემოსავლები.
მეორე ადგილს იკავებს „მანჩესტერის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო – 113 მლნ დოლარი: 53 მლნ ხელფასი და 60 მლნ – სპონსორებისგან.
სამეულს კიდევ ერთი პსჟ-ელი, ლეო მესი ასრულებს – 110 მლნ დოლარი (62+48).
ტოპ 10-ის სხვა წევრები არიან:
4. ნეიმარი პსჟ, 91 მლნ (56+35);
5. მოჰამედ სალაჰი – „ლივერპული“, 39,5 მლნ (24,5+15);
6. ედენ აზარი – „რეალი“, 31,3 მლნ (28,6+2,5);
7. ანდრეს ინიესტა – „ვისელ კობე“, 30 მლნ (23+7);
8. რაჰიმ სტერლინგი – „ჩელსი“, 29,4 მლნ (21,4+8);
9. კევინ დე ბრუინი – „სიტი“, 29 მლნ (25,5+3,5);
10. ანტუან გრიზმანი – „ატლეტიკო“, 27,5 მლნ (22+5,5)