ოთახის მცენარეები ადამიანებს ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლებაში ეხმარებიან და მათ ოჯახში დადებითი ენერგიის მოზიდვა შეუძლიათ.
რომელი მცენარეებია სასურველი, სახლში რომ მოვაშენოთ, ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? პირველ რიგში უნდა ავირჩიოთ სწორი ცხოვრების წესი, გარემო, სადაც კომფორტული იქნება ყვავილების მოშენება, რომელთაც შეუძლიათ გამოასწორონ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკეთესობისკენ შეცვალონ თქვენი ცხოვრების წესი და შექმნან კომფორტი.
ვერძი – საჭიროა ნათელი ფერები, რომლებიც გამოირჩევა ელეგანტურობით. მაგალითისთვის საკმარისია წითელი ვარდები, აზალია და ბეგონია.
კურო – კურო დედამიწის მთავარი ნიშანია, რომელთანაც თითქმის ყველა ყვავილი თავს კარგად გრძნობს. უპირატესობა ენიჭება მაინც სენსუალურ ლილიას, ფიკუსს და იას. არ დაგავიწყდეთ ლამაზი ქოთნების შეძენა.
ტყუპები – ტყუპები ორიგინალურები არიან ყველაფერში და მათ ესაჭიროებათ ეგზოტიკური და უჩვეულო მცენარეები ოჯახში, მაგალითად პალმები ან სერბერები. სასურველია ასევე სახლის მორთვა მუდმივად უჩვეულო თაიგულებით.
კირჩხიბი – კალანხოე, ფიკუსი, არმა და სხვა საინტერესო ესთეტიკური მცენარეები ხელს შეუწყობს ენერგეტიკული ბალანსის სტაბილურობას.
ლომი – ლომებს ესაჭიროებათ ნათელი, ძვირადღირებული მცენარეები – ისინი სრულ შესაბამისობაში მოდის და იდეალური ვარიანტია ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლებისათვის – საუკეთესო ვარიანტია იაპონური კამელია ან ჩინური ვარდი.
ქალწული – ამ ზოდიაქოს ნიშნის წამომადგენლებისთვის საუკეთესო მცენარეა ფულის ხე, რომელიც იზიდავს პოზიტიურ ენერგიას, ასევე მანდარინის ხე, რომელიც გამოიყურება ესთეტიურად და სასიამოვნოა მისი სახლში ყოლა.
სასწორი – აფასებს ჰარმონიას ოჯახში, ესთეტიკას და ყველაფერს დახვეწილს. მისთვის საუკეთესო ვარიანტია ორქიდეა, ჰიბირკუსი ან კიდევ ჰიდრარგია.
მორიელი – ეს ნიშანი ხასიათდება წარმოუდგენელი ენერგიით და მცენარე უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში. მაგალითად როგორიცაა აზალია, რომელიც თავისთავად ჭარბი ენერგიით გამოირჩევა, მაგრამ ნაზი მცენარეები: ვარდები ან იები შესაძლოა მოკვდეს მის გვერდით.
მშვილდოსანი – უპირატესობა მიანიჭეთ კალანჰოეს, ალოეს, ბეგონიას ან მირტს. ეს მცენარეები დიდი ოდენობით გამოყოფენ ჟანგბადს, რაც ცეცხლის სტიქიის ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ცეცხლი კი, ჟანგბადის გარეშე ვერ მოახერხებს გაღვივებას. გარდა ამისა, ეს მცენარეები დაგიცავთ ავი თვალისგან, დაავადებებისგან და გაუთვალისწინებელი ცუდი შედეგებისგან.
თხის რქა – ამ სტიქიის და ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის საუკეთესო „მწვანე მეგობრებად“ ქრიზანთემა, ქოთნის ვარდი, ლიმონის ან მანდარინის ჯუჯა ხეები მიიჩნევა.
მერწყული – გირჩევთ, სახლში ქოთნის ია, ფულის ხე ან ციკლამენი, იგივე ქოთნის ყოჩივარდა, გაახაროთ. ეს მცენარეები შესანიშნავად აბალანსებენ ჰაერის ნიშნით დაბადებული ადამიანების თვისებას, ყველაფერი მალე მოიბეზრონ და სწრაფად მიღებულ შედეგზე იყვნენ ორიენტირებული.
თევზი – მათთვის მთავარია ლამაზი გარემო და სასიამოვნო არომატი, როგორიცაა აზალია, ორქიდეა. საუკეთესო ვარიანტია თევზებისთვის ყველა მათგანის ერთად არსებობა სახლში.