LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავსი რამის მოგების ისტორია აქვთ“ – ლანდსბერგისი შალვა პაპუაშვილის სტატუსზე

137
გაბრიელიუს ლანდსბერგისი, შალვა პაპუაშვილი

„მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ“, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება:

„ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია…ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ“ – შალვა პაპუაშვილი

„ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია…ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ“ – შალვა პაპუაშვილი

„მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავსი რამის მოგების ისტორია აქვთ“, – წერს ლანდსბერგისი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რესტორან „ბაბილოსთან”, მოსამართლეების კორპორაციული წვეულების საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა, სადაც სხვა ბანერებს შორის იყო ბანერი წარწერით, „ჩაუფურთხე“.

პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g