LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცირე ზომის ჩანთი 10 კგ-იანის ნაცვლად – დღეიდან Wizz Air-მა ბარგის გადატანის პოლიტიკა შეცვალა

179

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ბარგის გადატანის პოლიტიკა შეცვალა. ცვლილება დღეიდან ავიაკომპანიის ყველა რეისს შეეხება, რომელიც ავიაკომპანიის ინფორმაციით, ჩასხდომის პროცედურას კიდევ უფრო გაამარტივებს. ამასთან, ყველა მგზავრს საშუალება ექნება, უფასო ხელბარგი ბორტზე გარანტირებულად აიტანოს.

1 ნოემბრიდან ყველა მგზავრს საშუალება ექნება, ბორტზე აიტანოს ერთი უფასო ხელბარგი  (40x30x20 სმ). მგზავრებს, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით ისარგებლებენ, საშუალება ექნებათ, უფასო ხელბარგთან ერთად, თვითმფრინავის სალონში აიტანონ საგორებელი ჩანთაც  (55x40x23 სმ). მომხმარებელთა გამოხმაურებისა და ცვალებადი სამგზავრო მოთხოვნების შესაბამისად, ავიაკომპანიამ 10კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის გადატანის შეთავაზება შეიმუშავა. კომფორტული და, ამავდროულად, დაბალბიუჯეტიანი სამგზავრო გამოცდილების უზრუნველსაყოფად, რეგისტრირებული ბარგის ფასი სულ რაღაც 7 ევროდან იწყება”, – ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები