LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთა-მთიანეთი გუბერნატორი სათხილამურო ტრასაზე, გარდა დაზიანებული მონაკვეთისა, მოთხილამურეთა დაშვება ნებადართულია

84

ამ ეტაპზე გუდაურის ყველა სათხილამური ტრასაზე, გარდა დაზიანებული საბაგიროს მონაკვეთისა, მოთხილამურეთა დაშვება ნებადართულია.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, მას პირადად ჰქონდა კომუნიკაცია ადგილზე მყოფ ტურისტებთან და მათი უმეტესობა ადგილზე რჩება. მისივე თქმით, გუდაური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ტურისტების მიღებას და მათთვის სხვადასხვა სახის მომსახურება ჩვეულებისამებრ ხელმისაწვდომია. ადგილზე კვლავ იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის, მთის კურორტების განვითრების კომპანიისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები.

„ადგილზე იმყოფება სამაშველოი სამსახურის უფროსი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და ა.შ. ჩემს მიერ ჩამოთვლილმა ყველა ადამიანმა გავინაწილეთ სასტუმროები, რომლებიც აქტიურად არის დატვირთული ამ ეტაპზე. ტურისტები რჩებიან ადგილზე. მათი ვიზიტი გრძელდება. ამ დროისთვის ღამის სრიალი ყველა საბაგიროზე, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, გარდა იმ ერთისა, სადაც დღეს ეს უბედურება მოხდა“, – განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g