LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა გაწმენდილია

133

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მთელ მიმართულებაზე  გზა გაწმენდილია.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გუდაური-კობის საუღელტეხილო მონაკვეთზე (კმ94-კმ104), რომელიც ზღვის დონიდან 2400 მეტრზე მდებარეობს, 15 გრადუსი ყინვის პირობებში, შენარჩუნებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობის რეჟიმი ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. გზა გაწმენდილია და დაყრილია ქვიშა-მარილი.

აღნიშნულ მონაკვეთზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს შესაბამისი სამსახური და მუდმივად  მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა.

უწყების ცნობით, შეუსაბამო აღჭურვილობით – ზამთრის პერიოდის შესაბამისი საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე მოძრავ ავტოტრანსპორტს, საპატრულო პოლიცია მისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაადგილების უფლებას არ აძლევს.

საავტომობილო გზებზე დიდთოვლობისა და ლიპყინულის დროს შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს დაიცვან საავტომობილო გზებზე დაწესებული რეჟიმები, გამოიყენონ ზამთრის პერიოდის  შესაბამისი საბურავები და თან იქონიონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g