LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთაში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა: სავარაუდო მოტივი შურისძიებაა

106
3272

მცხეთაში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის ავტომანქანა გაიტაცა და მიიმალა.

შემთხვევა ორი დღის წინ საღამოს საათებში მოხდა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საქმე 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით დაწყებულია, რაც გულისხმობს დანაშაულის ჩადენას განზრახ,  დამამძიმებელ გარემოებებში.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცმა მძინარე მდგომარეობაში მყოფ მამას და ბაბუას ყელი გამოჭრა.

ადგილობრივები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მომხდარი მკვლელობის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი, შესაძლოა, სექსუალური ძალადობა იყოს. არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი წლების განმავლობაში საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა, ციხიდან ახალგამოსულმა შვილიშვილმა კი შური იძია. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მკვლელობისთვის ნასამართლევია და როგორც ადგილობრივები ყვებიან, მან ციხეში 10 წელზე მეტი გაატარა.

შსს-ში “ფორტუნასთან” აცხადებენ, რომ ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ეჭვმიტანილის დასაკავებლად. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g