LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთაში, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, ხორცპროდუქტების საწარმო იხსნება

540

ქართულ ბაზარს ახალი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქარხანა შეემატება. საწარმო მცხეთაში კომპანია ”ლიდერფუდმა” ააშენა, რისთვისაც ჯამში 22 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

როგორც ”ფორტუნას” ”ლიდერფუდის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი დუმბაძემ განუცხადა, საწარმო უკვე აღიჭურვა თანამედროვე საწარმოო დანადგარებით, ასევე მაღალტექნოლოგიური შიდა ლაბორატორიით და ის უკვე გახსნისთვის ემზადება. საწარმო ოფიციალურად, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში გაიხსნება.

”აქ გადმოვა ჩვენი ძველი საწარმოც და მთლიანი ოფისით მცხეთაში ვიქნებით წარმოდგენილები. გარდა არსებული კადრებისა, რომლებიც ახალ ქარხანაში გადმოვლენ, დამატებით 120 კადრს დავასაქმებთ. ჯამში 550 თანამშრომელი გვეყოლება”, – აღნიშნა დუმბაძემ.

მისივე თქმით, ახალ ქარხანაში გადასვლის შემდეგ, კომპანია ასორტიმენტის გაზრდასაც გეგმავს. ”ლიდერფუდი” ნახევარფაბრიკატების ბიზნესში შესვლას განიხილავს. როგორც ირაკლი დუმბაძე ამბობს, ”ლიდერფუდის” ნახევარფაბრიკატები ბაზარზე, სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლომდე გამოჩნდება.

შეგახსენებთ, ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართული კომპანია „ლიდერფუდი“ 2009 წელს დაარსდა. დღეისათვის კომპანია საქართველოში ხორცპროდუქტების ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g