ჩვენი მხარდაჭერით, მცხეთაში მარწყვის ახალი სასათბურე მეურნეობა, „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი“ შეიქმნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ სასათბურე მეურნეობაში, წლიურად, 10 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი.
პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდით „მაგემე“ ხორციელდება.
სასათბურე მეურნეობაში, ჯამურად, 350 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 50 ათასი ლარი სახელმწიფო გრანტია, 150 ათასი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.