მცხეთაში ზღაპრული ვილა იყიდება, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ დოლარს შეადენს, ლარის ექვივალენტში კი 6 მილიონ ლარამდე გამოდის.
კერძოს სახლის გაყიდვასთან დაკავშირებული განცხადება გაზეთ „სიტყვა და საქმეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე – ss.ge-ზეა განთავსებული. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახლის საერთო ფართობი 650 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი -1400 კვ.მ.
„იყიდება მცხეთაში 3-სართულიანი ახალაშენებული იდეალური ვილა, 650 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მოიცავს :
0 სართული -> ერთი დიდი საბაკეტო დარბაზი, ძველებულ სტილში ბუხრით, მარანით, დაცვის ოთახით , გასართობი ოთახით, სათავსო ოთახი.
1 სართული -> დიდი სამზარეულო, საკუჭნაო, ჰოლი, მისაღები ოთახი.
2 სართული -> 4 საძინებელი თავისი სველი წერტილებით, დიდი ვერანდით და ხედებით.
3 სართული -> ლუქსის ტიპის საძინებელი ოთახი, ჯაკუზით, კაბინეტით, მისაღებით, დიდი ვერანდით.
აქტივს გააჩნია ავტოფარეხი 2 ავტომობილზე, 1400 კვ.მ გამწვანებული იდეალური ეზო საცურაო აუზით“, – წერია განცხადებაში.
თბილისში ბინა 5 მილიონ ლარად იყიდება (იხილეთ ფოტოები)
"ბინა გათვლილია მხოლოდ ვიპ-კატეგორიის მომხმარებლებზე" - წერია განცხადებაში