LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მცხეთის სამედიცინო ცენტრში” კარანტინი გამოცხადდა

mcxetissamedicinocentri

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ამ ეტაპზე რესპირატორული დაავადებით 50-მდე პაციენტი მკურნალობს, სამი კი, მართვით სუნთქვაზე იმყოფა, – ამის შესახებ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის” კლინიკის დირექტორმა დავით ლოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მცხეთა არ არის გამონაკლისი, ისევე როგორც მთელი საქართველო. ამ წუთისთვის, მწვავე რესპირატორული გამოვლინებებით კლინიკაში დაახლოებით 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. კლინიკა იმყოფება კარანტინის მდგომარეობაში. ვითარება საკმაოდ რთულია მომართვიანობიდან გამომდინარე. H1N1 კლინიკაში დადასტურებული არ არის, რადგან არ ჩატარებულა ანალიზი. გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 3 ადამიანი,” – განაცხადა „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკის დირექტორმა დავით ლოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კარანტინი გამოცხადდა ასევე, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.

H1N1 ვირუსით ამ დროისთვის საქართველოში 8 ადამიანია გარდაცვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები