LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLaren-ის ახალი სუპერ ჰიბრიდი ყველაზე სწრაფი იქნება

63

McLaren-ის ახალი სუპერ ჰიბრიდი 391 კმ/სთ-ის განვითარებას შეძლებს. ჟენევის 88-ე ავტოსალონის ფარგლებში, ბრიტანულმა კომპანიამ ახალი სუპერქარის Hyper-GT-ის დეტალები გაამხილა. რაც ყველაზე საინტერესოა, მოდელი ბრენდის ისტორიაში ყველაზე სწრაფი იქნება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 391 კმ/სთ მიაღწევს. სიახლე McLaren Automotive-ის ყველაზე პოპულარულ ხაზში Ultimate Series-ში მოხვდება და ჰიბრიდ P1-სა და ჰიპერქარ Senna-ს გვერდით საპატიო ადგილს დაიკავებს. სუპერ ჰიბრიდს ბენზინ-ელექტრონული ძრავი ექნება და მისი სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას  გადააჭარბებს. კომპანიას დიდი იმედი აქვს, რომ Hyper-GT ყველაზე ექსტრემალური და ამავდროულად ყველაზე მდიდრული ავტომობილი იქნება. მოდელის წარმოება მომავალი წლიდან დაიწყება და თითოეულ ავტომობილს კლიენტის ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით ააგებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები