McLaren დეტალურად აკვირდება ბაზარს და სპორტული კროსოვერების, ისეთის როგორიცაა – Lamborghini Urus თუ Porsche Cayenne, წარმატებაც მშვენივრად იცის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს რომ ამ სეგმენტს შეუერთდეს.
როგორც ცნობილია, Porsche-ს, Bentley-ს, Lamborghini-სა და Rolls-Royce-ის შემდეგ თავის კროსოვერებს ამზადებენ ისეთი ბრენდები როგორიცაა Aston Martin და Ferrari. ბუნებრივია, თავისი SUV-ის გამოშვებას ბრიტანელებიც მშვენივრად შეძლებდნენ, თუმცა რატომღაც McLaren-ში ამ იდეას კატეგორიული წინააღმდეგობა შეხვდა. როგორც ბრენდის დირექტორმა აღნიშნა, კროსოვერებში არაფერი მაგარი არ არის.
მწარმოებელი ყოველთვის ექსლუზიური მოდელების მომხრე იყო და მასობრივ წარმოებაში ჩართვას არ გეგმავს. მართალია, კროსოვერებს საკმაოდ სოლიდური შემოსავლის მოტანა შეუძლიათ, თუმცა იმიჯი ბევრად მნიშვნელოვანია.