LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLaren-მა ახალი სუპერქარის ტესტირება დაიწყო

48

კომპანია McLaren-მა განახლებული 570S-ის გამოცდა დაიწყო. როგორც ამბობენ, სუპერქარი უფრო დახვეწილი და პრაქტიკული იქნება. წინამორბედისგან განსხვავებით, განახლებული მოდელი ახალ სახელობით ინდექსს GT (Gran Turismo)-ს მიიღებს. ავტომობილის პირველ ჯაშუშურ ფოტოებს გამოცემა Motor1 აქვეყნებს.

როგორც სურათებიდან ჩანს, 570S GT სტანდარტული მოდიფიკაციისაგან განსხვავებული იქნება. განახლებულ მოდელის უკანა სარკე გაფართოებული და ამაღლებულია. უკანასკნელი მონაცემებით ავტომობილის სალონი გაუმჯობესებული იქნება მგზავრთა ფორმულით 2+2, ხოლო საბარგული უფრო ტევადი გახდება.

McLaren 570s GT-ში მოთავსებული იქნება სტანდარტული, 3.8 ლიტრიანი ტვინ-ტურბო ძრავი. მისი სიმძლავრე 570 ცხენის ძალაა, ხოლო ბრუნვის მომენტი 600 ნმ. გადაცემათა კოლოფი კი ავტომატური დარჩება.

განახლებული მოდელის წინამორბედი 100კმ/სთ-ს 3,2 წამში ანვითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 328 კმ/სთ–ია. GT წინამორბედთან შედარებით ნელი იქნება, რაც გამოწვეულია გაზრდილი მასით. (საერთო წონაც 1430 კგ-მდე გაიზარდა)

ახალი ავტომობილის McLaren 570S GT დებიუტი 2016 წელს იგეგმება. გარდა ამისა, ამავე წელს გამოჩნდება კაბრიოლეტიც, რომელსაც მსოფლიო Spider-ის სახელით გაიცნობს.

 

44

3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები