კომპანია McLaren-ის სპორტული განყოფილების წარმომადგენლებმა სარბოლო ავტოსკოლა გახსნეს, რომელიც ახალგაზრდა მრბოლელებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ამ დროისათვის სკოლაში 3 მრბოლელი ირიცხება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Autosport International წერს.
ამ დროისთვის ავტოსკოლაში წვრთნას ორი ახალგაზრდა მრბოლელი გადის: 20 წლის სტრუან მური და 22 წლის ალექს ფონტანა, რომლებიც 2015 წელს მონაწილეობას იღებდნენ იაპონიაში გამართულ Formula 3-ის ჩემპიონატში. ისინი ენდრუი ვატსონს შემოუერთდნენ, რომელიც McLaren-ის დახმარების პროგრამით უკვე ერთი წელია სარგებლობს და მონაწილეობა აქვს მიღებული International GT Open-სა და შიდა ჩემპიონატებშიც.
გარდა ამისა, სამივე მათგანი საავტომობილო ინჟინერიასაც შეისწავლის, ამასთანავე ახალგაზრდა მრბოლელებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ლეგენდარული ავტომობილები, შეხვდნენ McLaren GT-ს წარმომადგენლობასა და ლეგენდარულ მრბოლელებს, მათ შორის ბრუნო სენასაც.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ახალგაზრდა მრბოლელებისთვის სპეციალური პროგრამა შემუშავდება, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება, ამასთანავე ახალგაზრდებს შეეძლებათ გესტონ კომპანია McLaren-ის უახლესი მოდელები.