LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLaren-მა Formula 1-ში მოღვაწეობის 50 წლის იუბილე უნიკალური ავტომობილით აღნიშნა

49

კომპანიამ McLaren ყველაზე ხელმისაწვდომი სპორტკუპის 570S-ის განახლებული ვარიანტი წარადგინა, რომელიც სპეციალურად კომპანიის Formula 1-ში მოღვაწეობის 50 წლის იუბილესა და პირველ რბოლიდს მიუძღვნა, რომელიც მონაკოს გრან-პრიზე 1966 წელს გამოჩნდა.

სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით, უნიკალური 570S მხოლოდ შეფერილობით განსხვავდება. სპორტქარის შასი თეთრი საღებავითაა დაფარული, შუა ნაწილი, კაპოტი და სახურავი დეკორატიული მწვანე ელემენტებითაა გახალისებული, სწორედ ისე, როგორც McLaren M2B, რომელიც კომპანიის პირველი რბოლიდი გახდა Formula 1-ში.

ტექნიკური ცვლილებების შესახებ კომპანიის მხრიდან ცნობები არ ვრცელდება. თუმცა, სტანდარტული 570S-ის კაპოტქვეშ მოთავსებულია 3,8 ლიტრიანი TwinTurbo ძრავი, რომლის სიმძლავრეც 570 ცხენის ძალაა. ადგილიდან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას ავტომობილი 3,2 წამს ანდომებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 328კმ/სთ-ა.

ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა უნიალური მოდიფიკაციის McLaren 570S-ს, თუმცა ფაქტია, რომ ავტომოყვარულების ყურადღება უკვე მიიქცია.

რაც შეეხება McLaren-ის პირველ რბოლიდს Formula 1-ში, მისი პროექტის ავტორი ინჟინერი რობინ ხერდომი გახლავთ. რბოლიდი აღჭურვილია 3.0- ლიტრიანი ატმოსფერული, V8 ტიპის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 307 ცხენის ძალაა და მისი დამზადება კომპანია Ford-ს უკავშირდება. პირველ შეჯიბრზე კი მისით თავად ბრიუს მაკლარენმა იასპარეზა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკლარენმა შეძლო და მეათე პოზიცია დაიკავა, ხოლო შეჯიბრის დროს, ის მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო, მან რბოლა დროზე ადრე შეწყვიტა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები