LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLaren-მა პოპულარული სუპერქარის ღია ვერსია წარადგინა

mclaren

McLaren-მა სუპერქარის 720S- 720 S Spider ახლებური ვერსია შექმნა. კუპესთან შედარებით როდსტერი 49 კილოგრამით დამძიმდა და რამდენიმე საინტერესო განახლებაც მიიღო. სუპერქარის მასა 1332 კგ-ია, ანუ ის მთავარ კონკურენტზე 88 კგ-ით უფრო მსუბუქი გამოვიდა.

როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, სუპერქარს ჯადოსნური ტრანსფორმაციისთვის რეკორდული დრო – 11 წამი სჭირდება. რაც 6 წამით უფრო სწრაფია, ვიდრე Spider 650 S-ის მაჩვენებელი. გარდა ამისა, სუპერქარის მექანიზმი წინამორბედზე ორჯერ უფრო უხმაუროცაა.

სახურავის გადახდა ან პირიქით დახურება 50 კმ/სთ-ით მოძრაობის დროსაც უპრობლემოდაა შესაძლებელი.

სუპერქარს ორი საბარგული აქვს, ერთი 150 ლიტრის მოცულობის რომელიც წინ მდებარეობს, მეორე კი 58 ლიტრის მოცულობის – უკანაა განთავსებული.

და ბოლოს, McLaren 720 S ისეთივე ძრავითაა აღჭურვილი როგორც კუპე, მას 4,0 ლიტრის თვინ- ტურბო აგრეგატი აქვს და 720 ცხენის ძალის მქონე მაქსიმალურ სიჩქარეს – 341 კმ/სთ-ს ავითარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g