კომპანია McLaren-მა საბავშვო ავტომობილების McLaren 720S Ride-On-ის ბაზარზე გამოსვლა დააანონსა. სიახლის ფასი 315 ფუნტი სტერლინგია და ის ბრენდის პატარა, 2-დან 6 წლამდე გულშემატკივრებისთვისაა განკუთვნილი.
საბავშვო ჰიპერქარი მოდელი 720S-ის მინიატურული ვერსია იქნება. სათამაშო სპორტქარს ფუნქციონალური კარებები, მულტიმედიური სისტემა – პოპულარული საბავშვო სიმღერებით და ასევე დიდი ეკრანიც აქვს, სადაც პატარებს ანიმაციური ფილმების ყურება შეუძლიათ. მომხმარებელს 7 შეფერილობიდან ერთის არჩევა შეეძლება.
მანქანა მოძრაობაში ელექტროძრავს მოყავს და გასაჩერებლად კი სამუხრუჭე სისტემა მუშაობს. მისი მართვა საჭით და ასევე დისტანციურად – პულტითაც შეიძლება.