LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა” – იგეგმება თუ არა ცოტნე გამსახურდიასთვის კიდევ ოპერაციის გაკეთება

159
ცოტნე

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა – ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რამე გართულებას ადგილი არ ჰქონია. მათი თქმით, პაციენტს დაგეგმილი მკურნალობა უტარდება.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვისაც რჩება მძიმე, ის მართვით სუნთქვაზე რჩება სამკურნალო დაცვითი ნარკოზით. ღამის განმავლობაში რამე გართულებას ადგილი არ ჰქონია. უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა. 

"იქ იყო სისხლი, ნამტვრევები, ყავარჯნები...4-5 კაცი გარბოდა" - ცოტნე გამსახურდიას ცოლს შსს-ს ვერსიის არ სჯერა

არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნე გამსახურდია სცემა ერთმა კაცმა და ოთხი უყურებდა ამას

დინამიკაში არსებითი ცვლილებები არ გახლავთ, დაახლოებით ისეთივე სიმძიმის პაციენტად რჩება, როგორიც იყო წინა ეტაპზე“, – აცხადებენ ექიმები.  

ცოტნე გამსახურდია 19 ნოემბერს, გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე დამატებით ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. საქმეზე დაკავებულია სულ 5 პირი, აქედან 1- განზრახ მკვლელობის მცდელობის , დანარჩენი 4 კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები