LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ, მიყვარხართ და გემშვიდობებით – ვაკის გამგებლის მოადგილე

chochua

მინდა იცოდეთ, რომ მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ არც მორალურად და არც ფიზიკურად. მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით, – ამის შესახებ ქრთამის აღებაში ბრალდებულმა ვაკის გამგებლის მოადგილემ, თეიმურაზ ჩოჩუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუასა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.

როგორც თეიმურაზ ჩოჩუამ აღნიშნა, ბოლო 2 წლის განმავლობაში მასზე სხვადასხვა სახის ზეწოლა მიმდინარეობდა.

„მე რომ მცოდნოდა, ამ ისტორიაში ფუგირირებდა თანხის ჩარიცხვა, ამის გაგებიდან პირველივე წუთში ჩემს ხელმძღვანელსა და საგამოძიებო ორგანოს საქმის კურსში ჩავაყენებდი. ამგვარი შეტევები, ზეწოლები ჩემზე 2 წელია მიმდინარეობს. ზოგი სახლში მოდის კონვერტით, ზოგი ვითომ ინვესტორი და მშენებელი მიწყობს მოლაპარაკებას. რამდენი ჩამოვთვალო აღარ ვიცი. 2 წლის განმავლობაში მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას ვიჩენდი ჩემი კომპეტენციიისა და უფლებამოსილების ფარგლებში. წყალტუბო ჩემი საყვარელი ადგილია. თავიდან ბოლომდე ავაშენე, პრომეთეს მღვიმე, ყველაფერი ჩემი ხელითაა გაკეთებული, იქაურობა მიყვარს. ჩემ ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი ცენტრის, პარკის და მთლიანად ტურისტული კონცეფციის განვითარებაზე. ხელით ვებღაუჭებოდი ყველა ჩამოსულ ინვესტორს, რომ წყალტუბოთი დამეინტერესებინა. თავის დაძვრენას არ ვაპირებ, თუ ჩემი დანაშაული არის მზად ვარ მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი. მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ უხერხულობისთვის, რომ დღეს აქ მხედვათ. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს, ჩემს რეკომენდატორებს. ცხოვრებაში სიჩქარე არ გადამიჭარბებია, ვცდილობ კანონით ვიცხოვრო, მე ვერ შევარცხვენ ჩემი ოჯახის სახელს. მინდა იცოდეთ, რომ მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ არც მორალურად და არც ფიზიკურად. მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით,” – განაცხადა ჩოჩუამ.

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.

magti 5g