14 წლის გოგონას, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა, ოპერაცია უტარდება. როგორც ჟურნალისტებს, „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ განუცხადა, ოპერაციის შემდეგ ჩატარდება სხვა კვლევები და არ არის გამორიცხული რომ ტრამვის მოცულობა უფრო გაიზარდოს.
„დაახლოებით 18:00 საათზე შემოყვანილი არის 14 წლის გოგონა, მძიმე მდგომარეობაში. მას ახლა უტარდება გადაუდებელი ოპერაცია. მიზეზი ამ ოპერაციის არის მასიური სისხლდენა. მუხლის ღრუში არის შინაგანი სისხლდენა. მდგომაროება ძალიან მძიმეა. შესაძლოა, მოცულობა ტრავმის უფრო გაიზარდოს კვლევების შემდეგ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასწრაფო ოპერაცია სისხლდენის გამო. ამის შემდეგ ჩატარდება სხვა კვლევები. მოზარდს უკვე ჩაუტარდა მუცლის ღრუს ექოსკოპია და რენტგენოლოგიური კვლევები“, – განაცხადა მთავარმა ექიმმა.
უბედური შემთხვევა ფონიჭალაში – 14 წლის მოზარდი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანას მუხლით დაიწყო.