LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდიდარი ადამიანები საცხოვრებლად ჰონგ კონგს ირჩევენ

157
ჰონგ კონგი

„შესაძლოა, ნიუ-იორკი მდიდრული ქალაქია, მაგრამ ულტრამაღალი შემოსავლების მქონე პირები (UHNWI) სახლად ჰონგ კონგს მიიჩნევენ” – ასე იწყება ანალიტიკური კომპანიის Wealth-X ახალი ანგარიში მსოფლიოს ულტრა სიმდიდრეზე, რომელიც ბოლო ორი წლის მონაცემებს აერთიანებს.

ანგარიშის თანახმად, ჩვენი პლანეტის იმ 400 ათასამდე ადამიანიდან, რომელთა სუფთა წლიური მოგება 30 მილიონ დოლარს აჭარბებს, 15%-ი საცხოვრებლად მსოფლიოს მასშტაბით კონკრეტულ ქალაქებს ირჩევს. თუკი ადრე ამ ნუსხაში ნიუ-იორკი ლიდერობდა, ამჟამად სათავეში ჰონგ კონგი მოექცა.

როგორ ირკვევა, დღეს ჰონგ კონგში ულტრამაღალი შემოსავლების მქონე 12 615 პირი ცხოვრობს, ნიუ-იორკში კი – 11 845.

ულტრამაღალი შემოსავლების მქონე პირების საცხოვრებლად სასურველი ქალაქების სიაშია, ასევე, ლონდონი, ლოს ანჯელესი, სან ფრანცისკო, ჩიკაგო, სინგაპური, პარიზი, ტოკიო და უოშინგტონი.

Wealth-X-ის კვლევით ირკვევა, რომ ულტრამაღალი შემოსავლების მქონე პირების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 5,4%-ით, მათი ჯამური ქონება კი 45,4 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. მკვლევრები მონაცემების ასეთი ვარდნის ორ ძირითად მიზეზად კოვიდ პანდემიასა და უკრაინაში მიმდინარე ომს ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ ტერმინი ულტრამაღალი შემოსავლების მქონე პირი (UHNWI) პირველად საინფორმაციო ტექნოლოგიების ფრანგულმა კომპანიამ Capgemini 2020 წლის ანგარიშში გამოიყენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g