LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე მელიაზე: „მდაბიო პიარ კამპანია აწარმოა – ქალაქში სეირნობას და პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ჰქონოდა ის განზრახვა, რომ წინა დღეს დაეჭირათ და მერე მეორე დღეს თავი ემართლებინა თანაგუნდელების წინაშე, რომ აი, რა ვქნა დამიჭირეს თორემ დავანგრევდი ყველაფერსო“

223
ნიკა მელია, მამუკა მდინარაძე

„გირაოს ვინც არ იხდის, მას ეფარდება პატიმრობა. რთულია?! მარტივი ამბავია და ამით რაღაცის შექმნა ზღაპრის სფეროდან არის, წარმოუდგენელია და რომელი ბრალდებულიც გირაოს არ იხდის მას პატიმრობა რომ ეფარდება, მე მგონი ამისგან სკანდალის გამოყვანა ოდნავ გაგიჭირდებათ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სასამართლოს მიერ „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიამ სპეციალურად თავი დააჭერინა პოლიციას, რომ მეორე დღეს თავი ემართლებინა თანაგუნდელებთან.

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა

„წინა დღეზე რომ ლაპარაკობენ, ესე იგი კაცი იმუქრებოდა, რომ გამაგრდებოდა, ვერ დაიჭერდნენ, სხვადასხვა ვერსიებს აყალიბებდა, რომ როგორ გამაგრებულიყო და აქ ახლო მახლო რომ არის ალამუთის ციხე ე.წ., როგორც შეარქვეს თავად მათ, უკვე ყოფილი ნაცების ოფისი, მაშინდელი სცენარის არ იყოს, აპირებდა, რომ გამაგრებულიყო თავის ოფისში და წინა დღეს გამოვიდა, დასეირნობდა ქალაქში და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. თავი დააჭერინა კაცმა და უნდათ გადაიტანონ სხვაზე.

წარმოუდგენელი ამბავია, წინა დღით ქალაქში სეირნობას და პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ჰქონოდა ის განზრახვა, რომ წინა დღეს დაეჭირათ და მერე მეორე დღეს თავი ემართლებინა თანაგუნდელების წინაშე, რომ აი რა ვქნა წინა დღეს დამიჭირეს თორემ მეორე დღეს დავანგრევდი ყველაფერს. მარტივი ამბავია, მდაბიო პიარ კამპანია აწარმოა და თავი დააჭერინა, გადაჭარბების გარეშე. სულ ეს იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსნებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

⭕ 💬 „ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი სჭირს, ნამდვილად. არ ვიცი, რაზე აქვს პრეტენზიები – კანონს ვინც დაარღვევს, ყველას…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on შაბათი, 31 მაისი, 2025

როგორც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, ამ საქმეზე შეფარდებული 50 000 ლარის ოდენობით გირაოს არ გადახდა ნიკა მელიას მხრიდან მოხდა მიზანმიმართულად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g