LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: მიშიზმი არ ვარგა – დითირამბების მიძღვნა, ხმის ჩახლეჩვები და წატირებები მხოლოდ კიმ ჩენ ინის ტელევიზიით ხდება

59
მამუკა-მდინარაძე

“ნამდვილად ვეღარ წარმომედგინა, რომ მიშიზმი “ნაცმოძრაობის” ბევრ ლიდერში, სისხლსა და ხორცში იყო გამჯდარი.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ თქვა, რაც საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ნახა, ამას მხოლოდ კიმ ჩენ ინის ტელევიზიით და კიმ ჯონგ უნისტები აკეთებენ – მდინარაძის თქმით, ეს არის “დითირამბების მიძღვნა, ხმის ჩახლეჩვები და წატირებები”:

“ერთი კაცის ახირებაზე სიარული არ ვარგა, მიშიზმი არ ვარგა, ნამდვილად ვეღარ წარმომედგინა, რომ მიშიზმი “ნაცმოძრაობის” ბევრ ლიდერში, სისხლსა და ხორცში იყო გამჯდარი. თანამედროვე სამყაროში ალბათ კიმ ჯონგ უნისტები თუ მოიძებნებიან, იცით ეს რა მიმდინარეობაა, კიმ ჩენ ინის, აღიარება რომ არაფრის ხდება, დაახლოებით ასეთი დითირამბების მიძღვნა, ხმის ჩახლეჩვები და წატირებები ხდება.

ბოლო პერიოდში რუსეთშიც აღარ გვინახავს, პუტინისტებიც კი აღარ აკეთებენ ამას. რაც საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ვნახე, მხოლოდ კიმ ჩენ ინის ტელევიზიით და კიმ ჯონგ უნისტები აკეთებენ ამას. ეს უნდა დამთავრდეს და დამთავრდება, სხვა შანსი არ არსებობს.” – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g