LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: პრემიერმა უზრუნველყო, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და სიმბოლო მეგის ქარდავა, საქართველოში ყოფილიყო ექსტრადირებული

54
მეგის და ირაკლი

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო.

მდინარაძე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის საქართველოში ექსტრადირებას “ფეისბუქზე“ გამოეხმაურა.

„ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ: პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და სიმბოლო მეგის ქარდავა, საქართველოში ყოფილიყო ექსტრადირებული”, – წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისათვის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, რომლის ექსტრადირებაც კიევიდან თბილისში რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g