LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: ქვეყნის სიყვარული, პროფესიონალიზმი, სანდოობა, კეთილსინდისიერება და ხალხის სიყვარული – ეს არის ის კრიტერიუმები, რომლებითაც შევარჩიეთ დელეგატები და არა მაჟორიტარები, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ

119
მამუკა მდინარაძე

„ქვეყნის სიყვარული, პროფესიონალიზმი, სანდოობა, კეთილსინდისიერება და ხალხის სიყვარული – ეს არის ის კრიტერიუმები, რომლებითაც ჩვენ შევარჩიეთ ჩვენი დელეგატები და არა მაჟორიტარები, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო ოლქებში „ქართული ოცნების“ დელეგატებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ დელეგატებთან დაკავშირებით ოპოზიცია პიარის ცრუ გზას დაადგა.

„რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს, მათ დავასახელებთ უახლოეს დღეებში“ – ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან

„შესაბამის ოლქებში 30 ადამიანი ვერ შეარჩიეს, რომლებსაც მიაწერენ გვერდში, რომ ისინი იქნებიან საქართველო პარლამენტში მათი წარმომადგენელი გასვლის შემთხვევაში.

არც იმდენი რეიტინგი აქვთ, რომ გამსვლელის სიაში ჩაწერონ ასეთი ადამიანები, არც ავტორიტეტული ადამიანები ჰყავთ დელეგატებად რომ დააყენონ, ამიტომ ისინი ცრუ პიარის გზას დაადგნენ, როგორსაც აქამდე აკეთებდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

„მადლობა ბატონ პრემიერს და „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის… ჩემი გადაწყვეტილება ნაკარნახევია ჩემი ოჯახის, ქალაქის, ქვეყნის უპირობო სიყვარულით, უფრო მეტის შექმნის და გაკეთების სურვილით“ – აჩიკო ბერიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები