LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: „ზოგიერთმა გერმანელმა დეპუტატმა ქართველი ჯაშუშების მხარდასაჭერად თქვა, რომ ეუთო/ოდირის მისია საქართველოში საერთოდ არ ჩამოგვიშვია, წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე“

130
მამუკა მდინარაძე

„ჩვენი კოლეგა გერმანელი დეპუტატები მთელ მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩაუშვეს საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მდინარაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბუნდესტაგის წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები დაშვებული არ იყვნენ.

„რა იკადრეს ჩვენმა კოლეგა გერმანელმა დეპუტატებმა, დღევანდელი ამბავი იცით? ბუნდესტაგის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უბრალოდ გადაწყვიტეს, ეუთო/ოდირის დასკვნის არაღიარებაზე კი არ მოეწერათ ხელი, ეთქვათ, რომ ეუთო/ოდირი საერთოდ არ ყოფილა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე.

აბა, ვინმეს კითხვა დაუსვით, ამას გმობენ, გამოასწორებენ? მათ იფიქრეს, რომ გერმანიის დეპუტატს ინფორმაციის გავრცელების უფრო ფართო დიაპაზონი აქვს თანამედროვე სამყაროში, ვიდრე რომელიმე ქართველ დეპუტატს, მაგალითად, მდინარაძეს თუ სხვას. უბრალოდ, ასე ძალით გვჯობნიან, რომ მეტი რესურსი აქვთ ინფორმაციის გავრცელების და მთელ მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩაუშვეს საქართველოში. უბრალოდ მოიტყუეს.

წარმოიდგინეთ, ამას რამდენიმე წლის წინაც არავინ იკადრებდა. თავისი აგენტურის, ქართული აგენტურის, ქართველი ჯაშუშების მხარდასაჭერად თქვეს, რომ ეუთო/ოდირის მისია თურმე საერთოდ არ ჩამოგვიშვია საქართველოში.

ასეთი თავხედური და ხელის გადაგრეხის ძალიან ბინძური მეთოდების შემსწრე ვართ, რომლითაც დღეს ებრძვიან საქართველოს. ეს არ არის ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფებმა საქართველოზე განაცხადეს, რომ საჭიროა პლურალისტური პროცესი დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g