LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: „ზურაბიშვილზე მძლავრი ზეწოლა მიდის, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე სიტყვები „არა და არასდროს“ უკან წაიღოს“

221
მდინარაძე და სალომე

„სალომე ზურაბიშვილზე მძლავრი ზეწოლა მიდის, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე სიტყვები „არა და არასდროს“ უკან წაიღოს, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც თავის დაღწევა“, – ამის შესახებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დეპუტატმა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: „ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა – ბოლო მონაცემებით მისი წონა 63 კილოგრამია“

აღნიშნულით მან უპა­სუ­ხა კი­თხვას, თუ რო­გორ შე­ა­ფა­სებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აშშ- ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებგვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და მათი ლო­ბის­ტე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტად ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ფაქ­ტორს გა­ნი­ხი­ლავს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მძლავ­რი ზე­წო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ზუ­რა­ბიშ­ვილს სა­კუ­თა­რი სი­ტყვე­ბის უკან წა­ღე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა.

„სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე…მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ „პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას” – მიხეილ სააკაშვილი

„ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ერთ შემ­თხვე­ვა­ში „ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ გა­უ­მარ­თლა, ახლა მი­დის მას­ზე ზე­წო­ლა, რომ სი­ტყვე­ბი „არა და არას­დროს“ უკან წა­ი­ღოს და ეს ზე­წო­ლა არ არის მარ­ტი­ვი, მძლავ­რია, შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დეს კი­დეც მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა.

თეა წულუკიანი: სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გაღმაა გასული

„აღნიშნული იმის მანიშნებელია, რომ ეს ქალბატონი უკვე ძალიან დიდი ხანია, გაღმაა გასული...“

თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში მე მგო­ნია, მარ­თლა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა და მის სი­ტყვებს „არა და არას­დროს“ უკან ვერ წა­ი­ღებს.

რაც უფრო პრინ­ცი­პუ­ლად დად­გე­ბა ის ამ პო­ზი­ცი­ა­ზე, და­მი­ჯე­რეთ და ამას მო­მა­ვა­ლი გვაჩ­ვე­ნებს, რომ მას­ზე ზე­წო­ლა კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა“. – გა­ნა­ცხა­და მამუკა მდი­ნა­რა­ძემ.

ცაგარეიშვილი არახამიაზე: „როდესაც სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოგონილს უწოდებ, ანუ ფიქრობ, რომ გირგვლიანი თვითონ დაეგო დანებს, 7 ნოემბერს ხალხი თავის თავს ირბევდა..“ 

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g