ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, მდინარე ალაზანში, კარდენახში მცხოვრები 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი ცურვისას შეუძლოდ გახდა.
უწყების ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.