ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი დაიხრჩო. როგორც ცნობილია, 17 წლის მოზარდი მარნეულიდანაა.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამი მყვინთავი, 1 ნავი, 2 სკუტერი, წყალზე საძიებო სკანერით “ექოლოტთ” აღჭურვილი კატერია მობილიზებული.
ამასთან, ადგილზე სამაშველო ჯგუფი საფრენი აპარატი დრონით მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ძლიერმა დინებამ გაიტაცა.