LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარე ვერეს ხეობაში მანქანა გადავარდა

189

მდინარე ვერეს ხეობაში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ავტომობილმა, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა, მართვა დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ფერდობზე ბუნებივი აირის მილს შეეჯახა, რის შემდეგაც მდინარე ვერეს ხეობაში ჩავარდა.

ავტომობილის მგზავრები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები