კრიმინალებმა ”ნაპოლის” ფორვარდი ლორენცო ინსინიე გაძარცვეს და ”ფიორენტინასთან” გოლის გატანა მოსთხოვეს.
თავდამსხმელმა მძარცველების დავალება არ შეასრულა (მატჩი 1:1 დასრულდა).
ორი მძარცველი ავტომობილს, რომელშიც ფეხბურთელი ცოლთან ერთად იმყოფებოდა, მოტოციკლით დაეწია და იარაღის გამოყენებით Rolex-ის საათი, ბრილიანტის სამაჯური და 800 ევრო წაართვა.
როგორც ინსინიემ განაცხადა, დამნაშავეებმა კარგად იცოდნენ, თუ ვისთან ჰქონდათ საქმე. ერთ-ერთმა მათგანმა მას უთხრა: გაიტანე ჩვენთვის გოლი ”ფიორენტინასთან”.
ეს საშინელი შემთხვევაა, თუმცა ლორენცო ამას გაუმკლავდება” – წერს ფეხბურთელის აგენტის, ანტონიო ოტაიანოს სიტყვებს The Telegraph.
”ნაპოლის” ფეხბურთელებისთვის ეს თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის. 2013 წელს ვალონ ბეჰრამს 6,5 ათასი ევროს ღირებულების Hublot-ის ფირმის საათი წაართვეს. იმავე წელს მარეკ ჰამშიკი სტადიონთან დააყაჩაღეს და Rolex-ის საათი გამოართვეს.