LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში გავიდა – რა ფოტოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია მატჩის შემდეგ

244
xvicha

იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში გავიდა. იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლიმ“ „ფიორენტინა“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმის 22-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქესთან ბრძოლაში პასი ჟუან ჟეზუსს გაუკეთა, რომელმაც ბურთი ჯოვანი სიმეონეს მიაწოდა და არგენტინელმა მეტოქის კარი დალაშქრა.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა 72-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალა. თამაში მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოცოცხლდა. მატჩის გმირი კი შეცვლაზე შესული ალესიო ძერბინი გახდა, რომელმაც 84-ე და 87-ე წუთებზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერისა“ და „ლაციოს“ წყვილში გამარჯვებულს 22 იანვარს შეხვდება.

ვიდეო: „აღწერე შენი თავი ერთი სიტყვით.. ქართველი“ – ხვიჩა კვარაცხელიას ბლიც ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები