„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ბლიც ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუ სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ, ნიცა თავაძემაც გააზიარა.
– გამარჯობა, ხვიჩა, როგორ ხარ?
– კარგად
– როგორი იყო ვარჯიში?
– კარგი, მაგრამ ხანგრძლივი
– პირველად ხარ საუდის არაბეთში?
– კი.
– რომელ მუსიკას უსმენ თამაშის წინ?
“Walk Em Down”
– ვინ არის შენი კუმირი?
– ორი მყავს, გუტი და რონალდუ.
– აღწერე შენი თავი ერთი სიტყვით.
– ქართველი.
ცნობისთვის, იტალიის სუპერ თასის ტურნირი საუდის არაბეთში გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელია და მისი გუნდი აზიურ ქვეყანას უკვე ესტუმრა.