LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძევლებს შორის ჩემი ბიძაშვილი იყო: რას ამბობს ზუგდიდის მერი სპეცოპერაციის შემდეგ ქალაქის ცხოვრებაზე

232
zug meri

ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ აყვანილ მძევლებს შორის ქალაქის მერის გიორგი შენგელიას ბიძაშვილიც იმყოფებოდა.

ზუგდიდის მერმა „ფორტუნასთან“ ისაუბრა როგორ გრძელდება ცხოვრება სპეცოპერაციის შემდეგ.

 

გუშინდელი სპეცოპერაციის შემდეგ რა ვითარებაა ქალაქში?

ზუგდიდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. არანაირი სტრესი ქალაქში აღარ შეინიშნება.

შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ იყო გამტაცებელი, რომელმაც მძევლები აიყვანა. რა ვერსიები ვრცელდება ქალაქში თავდამსხმელზე?

გუშინდელ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გამოძიება ჯერჯერობით დასრულებული არაა. ჩვენი მთავარი მიზანი, რაც ოპერაციის შედეგად იყო დასახული, იყო მძევლების გათავისუფლება. ეს მიზანი მიღწეულია.

სპეცოპერაციის შედეგად რა ზარალი მიადგა ქალაქს?

ქალაქს პირველ რიგში მიადგა მორალური ზიანი. გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ ჩვენი ბევრი თანამოქალაქე იყო საფრთხის ქვეშ. ძალიან ბევრი ადამიანი სტრესის ქვეშ იყო. სტრესი შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად გადაილახა.

ბევრი ვერსია ვრცელდებოდა. ამბობდნენ, რომ თქვენი ახლობელიც იყო მძევლებს შორის.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ბიძაშვილი ლაშა შენგელია იყო მძევლად აყვანილი.

რას ჰყვება თქვენი ბიძაშვილი მომხდარზე?

ყველა მძევალი გუშინდელი დღის შემდეგ დათრგუნულია და თავს ბოლომდე მშვიდად ვერ გრძნობს. დღეს მათი მდგომარეობა სტაბილურია, ფსიქიკური აშლილობა არცერთს არ აღენიშნება და ჩვეულებრივ განაგრძობენ ცხოვრებას.

 ბიძაშვილმა რამდენიმესაათიან კოშმარზე რა გიამბოთ?   

ამ დეტალებზე შსს გააკეთებს ოფიციალურ კომენტარს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ, რა მიამბეს და რა გავიგე.

“საქართველოს ბანკში”, სადაც მძევლები ჰყავდათ აყვანილი, რამდენ ხანში აღდგება მუშაობა?

შენობაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რამდენ ხანში დასრულდება, რის შემდეგაც მათ არაფერი შეუძლით ხელს, რომ სამუშაო გრაფიკი განაახლონ.

 

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი, შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავდეს.

დღეს, 22 ოქტომბერს, დილით ინფორმაციას დე ფაქტო უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის უფროსი, რუსტამ ლატიპოვი გამოეხმაურა.
„რუსეთთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დამნაშავე ჩვენს ტერიტორიაზე ვერ შემოვიდეს“, – აცხადებს რუსტამ ლატიპოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები