LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამდებობის დატოვება ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, ამ ეტაპზე არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ განვიხილავ: ზუგდიდის ყოფილი მერი

47
გიორგი შენგელია - ზუგდიდის ყოფილი მერი

ზუგდიდის ყოფილი მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, თანამდებობის დატოვება მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მასზე ზეწოლა არ მომხდარა. შენგელიას თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში დარჩენა ან გიორგი გახარიას პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა ამ ეტაპისთვის მისთვის ადამიანურად მიუღებელია.

ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა

„ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანური ურთიერთობები, ეს იქნებოდა პოლიტიკაში, პირად ცხოვრებაში, სამეგობროში. ასე რომ, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან. ამ ეტაპზე არ განვიხილავ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას. არანაირი ზეწოლა ჩემზე არ მომხდარა. ესა ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს ადამიანურ პრინციპებზე დაყრდნობით მივიღე.

როცა მე მოვედი პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო გიორგი გახარია, შემდგომში პრემიერ-მინისტრი, რომლის პერიოდშიც მომიწია მუშაობა. მისი და მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. „ქართული ოცნების“ გუნდში დარჩენა ან გიორგი გახარიას მოსალოდნელი პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა ამ ეტაპისთვის ჩემთვის ადამიანურად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი პოლიტიკიდან და სხვა მიმართულებით გამეგრძელებინა აქტიურობა“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

გიორგი შენგელიამ დაადასტურა, რომ მიუღებელია “ოცნების” მეთოდები, რომელსაც პატიოსანი საჯარო მოხელეების გათავისუფლებისთვის იყენებს: ლილუაშვილი

 

პოპულალურები